22 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
იმყოფება თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში - ენმ-ს ნაწილი ინფორმაციას ადასტურებს

იმყოფება თუ არა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს ტერიტორიაზე რეალურად - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად ჩამოვიდა. 

"ჩემი ინფორმაციით, სიმართლეა, კი. კომენტარს გააკეთებს. როგორ შემოვიდა საქართველოში, ამის შესახებ ინფორმაცია მე არ მაქვს. მე არ მაქვს კომუნიკაცია, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ეს სიმართლეა,"- აცხადებს ნიკა ობოლაძე. 

ენმ-ის კიდევ ერთი წევრი, ბაჩო დოლიძე კი ამტკიცებს, რომ იმაზე მეტი ინფორმაცია, რაც მიხეილ სააკაშვილმა თავად გაავრცელა, მათ არ აქვთ. 

"ჩემი თხოვნა იქნება, რომ დაველოდოთ თვითონ მის მიერ გაკეთებულ შემდგომ განცხადებას. გიდასტურებთ მხოლოდ იმას, რაც უკვე ყველამ იცით - სხვა ინფორმაცია არ მაქვს. იმაზე მეტი ინფორმაცია, რაც თქვენ გაქვთ, არავის არ აქვს,"- აცხადებს ბაჩო დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით: "დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ."

ამავე თემაზე
დღის ამბები