შინაგან საქმეთა სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.
შსს-ს განცხადებით, ყოფილ პრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საკუთ "ფეისბუკ" გვერდზე დაწერა და ასევე ვიდეოც გაავრცელა, რომ უკვე საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში იმყოფება. ინფორმაციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ნაწილი ადასტურებს.