16 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
"ქართული ოცნების" მტკიცებით, მათი აქტივისტი სოფელ ნარაზენში ენმ-ს მხარდამჭერმა სცემა

"ქართული ოცნების" მტკიცებით, მათი აქტივისტი სოფელ ნარაზენში ენმ-ს მხარდამჭერმა სცემა და ფაქტის დასადასტურებლად ვიდეო-მასალაც გავრცელდა. ინფორმაცია ჟურნალისტებს ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მიაწოდა.

დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობს. მმართველ გუნდში, ოპოზიციურ პარტიას და ყოფილ ძალოვნებს მათი ამომრჩევლის ზეწოლაშიც ადანაშაულებენ.

ბრალდებების პასუხად, ენმ-ში კონკრეტულ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობა მიუღებელია და შესაბამისმა უწყებებმა ეს საქმე უნდა გამოიძიონ.

თავის მხრივ კი, ოპოზიცია მმართველ გუნდს მათი მხარდამჭერი ამომრჩევლებისთვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში ადანაშაულებს.

​​

დღის ამბები