28 აგვისტო 2026,   01:19
ვრცლად
ძალიან დიდი არის ალბათობა იმისი, რომ პირველივე ტურში გახდეს ანზორ მელია ზუგდიდის მერი - ანა წითლიძე

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში აქ დაძაბულობა იყო.

ენმ-ის წევრის ანა წითლიძის განცხადებით, 36 უბნის მონაცემებით ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი ანზორ მელია ლიდერობს და დიდი ალბათობით შესაძლებელია, რომ პირველივე ტურში ზუგდიდის მერი ანზორ მელია გახდეს.

"36 უბნის მონაცემებით, ანზორ მელია 47.24%, მამუკა წოწერია 40.59%. პარტიული: ნაციონალური მოძრაობა 43.19%, ქართული ოცნება 39.71%. ამ მონაცემებით, ძალიან დიდი არის ალბათობა იმისი, რომ პირველივე ტურში დასრულდეს და პირველივე ტურში გახდეს ანზორ მელია ზუგდიდის მერი," - აცხადებს ფრაქციის

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან შემაჯამებელი ოქმები 108 უბნიდან მთელი ღამის განმავლობაში შემოდიოდა. ენმ-ის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებდა, რომ საოლქო კომისიის თავმჯდომარე შეგნებულად აფერხებდა ენმ-ის მიერ გამარჯვებულ უბნებზე ოქმებზე ხელმოწერის პროცესს, რასაც #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფდა.

"აქამდე უფრო ადრე ვიქნებოდით მორჩენილი ამ ჩაბარების პროცესს, რომ არ ყოფილიყო ეს ალიაქოთი. 20 საათის აქტივობა, რომ მქონდა მე უკვე, შემეხმიანა მედია, შემოსული იყო ჩემს ჩასაწერად, მე გავედი, უბნები დავაყოვნე, უნდა მიმეცა ინტერვიუ აქტივობასთან დაკავშირებით და ამ დროს შემოვიდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ანა წითლიძე და ოლქში ფოიეში დაიწყო ბრიფინგის გამართვა.

შემაჯამებელი ოქმების ასლები უბანზევე არის გაცემული დაინტერესებული პირებისთვის, მე რა უნდა შემეცვალა აქ, რა მონაცემი?! შოუ, სპექტაკლი დადგეს, გაავრცელეს დეზინფორმაცია - უბნებს აყოვნებს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე," - აცხადებს #67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი.

დღის ამბები