ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისში 124 უბნიდან, ამ დროისთვის დათვლილი 55 უბნის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მას ხმების 43,84% აქვს.
მეორე ადგილზეა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი, რომელსაც წინასწარი მონაცემებით ხმების 41,53% აქვს.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს, "სტრატეგია აღმაშენებლის" მერობის კანდიდატმა, ანდრო ლოსაბერიძემ ხმების 4,95% მიიღო, "გახარია – საქართველოსთვის" კანდიდატმა, გიორგი გოგუაძემ – 8,33%; „თავისუფალი საქართველოს“ კანდიდატმა ირინა საღინაძემ – 1,35%.