29 აგვისტო 2026,   03:58
ვრცლად
თელავში ხმის დათვლის პროცესმა ჩაიარა მშვიდ გარემოში - #17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ხმის დათვლის შედეგად რა მონაცემებია კახეთის რეგიონში, თელავში - 55 უბნიდან 42-ის მონაცემები უკვე დათვლილია. 

როგორც #17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილი "კურიერთან" საუბარში აცხადებს, ხმის დათვლის პროცესმა რეგიონში მშვიდ გარემოში ჩაიარა. მერობის არჩევნებში კი მეორე ტური დაინიშნა.

"ხმის დათვლის პროცესმა, საერთო ჯამში, ჩაიარა მშვიდ, ნორმალურ ვითარებაში. მერის არჩევნებში დაინიშნა მეორე ტური, მეორე ტურში გადავიდნენ გიორგი ბოტკოველი და ლევან ანდრიაშვილი.

დასრულდა, მთლიანად, საკრებულოს არჩევნები. მაჟორიტარის ნაწილში არსად არ გვაქვს მეორე ტური, გამოვლენილია ცამეტივე მაჟორიტარი. ასევე, გასულია ის 26 პარტიული სიით გასული დეპუტატი, რომლებიც გააგრძელებენ თელავის საკრებულოში მუშაობას. აქ უმრავლესობით მოვიდა "ქართული ოცნება", შემდეგ არის "ნაციონალური მოძრაობა" და ბარიერი გადალახა, ასევე, გახარიას პარტიამ," - აცხადებს  გაიპარაშვილი.

დღის ამბები