მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაკავებული მამა-შვილს ზურაბ და შალვა წოწერიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
წოწერიების ოჯახის წევრის თქმით, მისთვის მოსამართლის მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი მოულოდნელი იყო.
ვერიკო წოწერია იმედოვნებს, რომ გამოძიების ფარგლებში მისი ოჯახის წევრების უდანაშაულობა დადგინდება.
"ჩვენ ელგუჯა ცომაიას ნათესავები ვართ და ალბათ ამას უკავშირდება ეს ყველაფერი. ჩვენი კუთვნილი ავტომანქანით მოხდა, თუ არა სააკაშვილის გადაყვანა სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში არ ვიცი, ვერაფერს ვერ ვიტყვი. სახლში არაფერი არ უთქვამს ამის შესახებ მამა-შვილს. სხვა ოჯახის წევრები არცერთი არ დავუკითხივართ.
ჩემი ქმარ-შვილი დამიბრუნონ სახლში. ადვოკატები ყველაფერს ცდილობენ და ამბობდნენ, რომ ეს არ არის ისეთი მუხლი, რომ დააპატიმრონო, მაგრამ არ ვიცი რა მოხდა. მე მინდა ორივე სახლში დამიბრუნდეს გამართლებული. ის რაც თავზე დაასხეს, ყველაფერი მოაცილონ," - განაცხადა ვერიკო წოწერიამ.