20 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ბიენალეს პარალელურად, სახელოვნებო რეზიდენცია საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში - კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა

კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა - თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი საგამოფენო პროექტისთვის კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, მინისტრმა თეა წულუკიანმა, კონკურსის პირობებსა და ვადებზე ისაუბრა.

"ჩვენ ვიქირავეთ ისეთი სივრცე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა. პირველად კულტურის სამინისტრომ, საშუალება მისცეს სწორედ ახალგაზრდებს, რომ 7 თვის განმავლობაში მოეწყოს ბიენალეს პარალელურად და საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდა ხელოვანებისთვისა და ხელოვნებად მცოდნესთვის,"- ამბობს თეა წულუკიანი. 

ვენეციის საერთაშორისო გამოფენა, 2022 წლის 23 აპრილს გაიხსნება და 2022 წლის 27 ნოემბრამდე გასტანს. წელს პირველად, კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის 7 თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისათვის.

59-ე ბიენალეს, კურატორი სესილია ალემანია, საერთაშორისო გამოფენის თემა და სახელწოდებაა: "რძე სიზმრებისა".

დღის ამბები