საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ორი მოქალაქე კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.
დაშავებული მოქალაქე გორის ჰოსპიტალიდან სამკურნალოდ თბილისში გადმოიყვანეს.
"5 ოქტომბერს, ქართულ-ჰოლანდიურ ჰოსპიტალში, გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გადმოიყვანეს 30 წლის მამაკაცი სხეულის მრავლობითი დაზიანებით. პაციენტს აღენიშნება ქალატვინის, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ასევე მენჯის ძვლების მრავლობითი დაზიანება, მარცხენა ზედა კიდურის მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რის გამოც საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, კონტაქტურია, ადეკვატურია, თუმცა გართულებების რისკი არსებობს,"-განარტავს რეანიმატოლოგი ქეთი კუპატაძე.
შეგახსენებთ, კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ოთხი მამაკაცი ერგნეთის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მათ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები დაედევნენ.
ერთმა გაქცევა მოახერხა, ერთ-ერთი მამაკაცი კი დაკავების დროს დაშავდა, რის გამოც დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ის ქართულ მხარეს გადმოსცეს.