საქართველოში არაბთა გაერთიანებული სააამიროებიდან ფოტოგრაფები და ვიდეოგრაფები იმყოფებიან.
სპარსეთის ყურის ქვეყნებში საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციისა და ტურისტული ნაკადების მოზიდვის მიზნით, ფოტოგრაფები 10 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებენ.
პრესტურის მონაწილეები მომზადებულ ფოტო და ვიდეომასალებს როგორც არაბთა გაერთიანებული საამიროების, ასევე საერთაშორისო მაღალრეიტინგულ გამოცემებს მიაწვდიან.
მასალები საქართველოს შესახებ სოციალური ქსელებით გავრცელდება და ათიათასობით გამომწერი გაეცნობა. გადაღებული ფოტო და ვიდეომასალა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გადაეცემა, რომელსაც მარკეტინგულ კამპანიებში გამოიყენებს.
ისინი საქართველოს სამთო და საზღვაო კურორტების, ბუნების, დაცული ტერიტორიებისა და ქართული სამზარეულოს შესახებ ვიდეო და ფოტორეპორტაჟებს მოამზადებენ.
ერთ-ერთი ფოტოგრაფის თქმით, დარწმუნდნენ, როგორი უსაფრთხო ქვეყანაა საქართველო ტურისტებისთვის.
"ჩვენ ვიღებთ ყველაზე ლამაზ ადგილებს და იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მეტ მედიასაშუალებას მივაწვდით ამ მასალას გასავრცელებლად.
ჩვენ აღმოვაჩინეთ საოცარი სტუმარმასპინძლობა, რაც მთავარია, ჩვენ დავრწმუნდით, როგორი უსაფრთხო ქვეყანაა საქართველო ტურისტებისთვის, ჩვენ ვიხილეთ, როგორ იცავენ კოვიდპროტოკოლებს აეროპორტში, სასტუმროში, რესტორნებში,"- ამბობს ფოტოგრაფი ენდი მართი.