09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
საბერძნეთის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე ბრიუსელში ევროზონის ლიდერები მსჯელობენ

ბრიუსელში ამ დრომდე გრძელდება ევროზონის ლიდერების შეხვედრა საბერძნეთის კრიზისიდან გამოსვლის გზებზე.  სამიტის დაწყებიდან 14 საათი გავიდა, თუმცა მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ათობით ჟურნალისტი მთელი ღამის განმავლობაში ელოდება შედეგს.

ინფორმაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით ვრცელდება. არაოფიციალური წყაროდან როგორც ჟურნალისტებისთვისაა ცნობილი, მოლაპარაკების განმავლობაში ორჯერ გამოაცხადეს შესვენება. რამდენჯერმე ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ ალექსის ციპრასი, ფრანსუა ოლანდი დ ანგელა მერკელი. გავრცელებული ინფორმაციით, საბოლოო შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო.

პრესა წერს, რომ, სავარაუდოდ, კომპრომისი მიღწეული იქნება. სავარაუდოდ საბერძნეთს გამოუყოფენ 74 მილიარდ ევროს.

 ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები