შინაგან საქმეთა სამინისტრომ 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
ბრიფინგზე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსმა, თორნიკე მარსაგიშვილმა ისაუბრა ბრალდებულების აყვანის ღონისძიების დეტალებზე.
"ბრალდებულები სამართალდამცავებისთვის კვალის არევის მიზნით, პერიოდულად იცვლიდნენ ტანსაცმელს, ავტომანქანებს და თავშესაფარ ადგილებს. რაც ართულებდა მათი ადგილმდებარეობის დროულად დადგენას და მათ დაკავებას.
2021 წლის 7 ოქტომბერს სამართალდამცველებმა ორივე ძებნილი პირი წყნეთში დააკავეს. პოლიციამ დაადგინა ის საცხოვრებელი სახლი, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში თავს აფარებდნენ ბრალდებულები. ორივე ბრალდებულმა სცადა მიმალვა, თუმცა დევნის შედეგად მოხდა მათი დაკავება.
დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა დანები, ხოლო მათ ხელბარგში ნანახი იქნა მათი საქართველოს მოქალაქის პასპორტები, რამდენიმე ერთეული ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები.
საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო მოქმედებები და, შესაძლოა, გაფართოვდეს ბრალდებულთა წრე. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"-აღნიშნა მარსაგიშვილმა.