09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
"იმედი მაქვს, შევძლებთ შეთანხმების მიღწევას"-ჟან კლოდ იუნკერი

ევროზონის ლიდერთა შეხევდრა ბრიუსელში უკვე 15 საათზე მეტია გრძელდება. ერთმანეთს პირისპირ რამდენჯერმე შეხვდნენ ანგელა მერკელი, ფრანსუა ოლანდი, დონალდ ტუსკი და ალექსის ციპრასი. პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თუ რა შედეგით დასრულდება მოლაპარაკება. გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთისთვის დახმარების მესამე პაკეტი, შესაძლოა, გაცილებით მკაცრი იყოს.

ევროზონის ლიდერთა შეხვედრის დაწყებმადე ევროკომისიის პრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა. 

"იმედი მაქვს, შევძლებთ შეთანხმების მიღწევას"ს,"-განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.

ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა შეადგინეს კრიზისიდან გამოსვლის პროექტი. ოთხგვერდიან წინასწარ დოკუმენტში გაწერილია ის პუნქტები, რომელთა შესრულებას კრედიტორები საბერძნეთს სთხოვენ. მათ შორის უმნიშვნელოვანესი საგადასახადო და საპენსიო კუთხით უნდა გატარდეს. 15 ივლისამდე ეს გეგმა საბერძნეთის მთავრობამ და ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაამტკიცონ. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი საბერძნეთისთვის დახმარების მესამე პროგრამის განხილვა.

ავტორი: თამარ ნუცუნიძე. 

 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები