ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან დაშავებულების გამოყვანას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. "კურიერი" ესაუბრა ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი 30 წლის პირის ოჯახის წევრს.
"ნანგრევებშია მოყოლილი ჩემი შვილიშვილი. ჯერ ვერ ამოიყვანეს. გარედან ელაპარაკებიან," - განაცხადა მან "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაახლოებით 3 საათის წინ ჩამოინგრა. ჩვენი ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფებმა 4 ადამიანის გამოყვანა შეძლეს ნანგრვებიდან. დაშავებულების გადასარჩენად გრძელდება სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. შინაგან საქმეთა მინისტრი უკვე გაემგზავრა ბათუმისკენ და ის ადგილზე გაეცნობა არსებულ სიტუაციას. მომხდარს გამოეხმაურა პრემიერმინისტრი. მისი თქმით, ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას.