NATO-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლების ოფიციალური 2-დღიანი ვიზიტი დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში, NATO-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართა. კომიტეტის თავმჯდომარე თავდაცვის მინისტრს შეხვდა.
მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და NATO-სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
ვიზიტის ფარგლებში ადმირალი ბაუერი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.
"NATO-საქართველოს" შორის ურთიერთობა ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა" - ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოში ოფიციალური ვიზიტი NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაურემა.
ადმირალმა რობ ბაურემა და საქართველოს თავდაცვის მეთაურმა განაცხადეს, რომ მომავალში NATO-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ასევე დაიგეგმა NATO - საქართველოს ერთობლივი საერთაშორისო სწავლებაც.