ბათუმში ნანგრევებში მოყოლილი ორ წლამდე ბავშვი იაშვილის კლინიკიდან ცოტა ხნის წინ გაწერეს.
კლინიკის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, მისი მდგომარეობა შეყვანისას სტაბილური იყო, ჰქონდა მრავლობითი ზედაპირული დაზიანება, ასევე წვივის ძვლის მოტეხილობა.
კლინიკის დირექტორის დადასტურებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.