20 ნოემბერი 2024,   07:21
ვრცლად
ბათუმში ნანგრევებში 81 წლის ქალს ეძებენ

ბათუმში ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ოჯახის წევრები ეძებენ. როგორც ისინი აცხადებენ, კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონით ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

ადგილობრივების თქმით, ნანგრევებში 81 წლის ქალიც იმყოფება.

გარდა ამისა, ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში დედას, მის ორ შვილსა და მაზლს ეძებენ.

"ნანგრევებში იმყოფებიან დედა, 2 ბავშვი და მისი მაზლი, 4 ადამიანი, მეოთხე სართულზე. ჩემი რძალი ელაპარაკებოდა, გაწყდა კავშირი და შემდეგ ვეღარ დაურეკა. ერთი ბავშვი არის მეორე კლასელი, როგორც მე ვიცი და მეორე არის 2 წლის," - განაცხადა ადგილობრივმა.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

დღის ამბები