20 ნოემბერი 2024,   07:30
ვრცლად
"ლიფტის მიშენების თაობაზე ყველას ხელი აქვს მოწერილი" - ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე

ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნულ კორპუსზე დაშენებაც და ლიფტიც შესაბამისი ნებართვების საფუძველზე მოხდა და ვერსია, რომ ნგრევა სწორედ ამან გამოწივია, გამოირიცხება.

"ავარიულობის თაობაზე არავის არაფერი არ უთქვამს და არ ყოფილა საჩივარი. 12 ადამიანი არის ნანგრევებში მომწყვდეული. ლიფტის მიშენების თაობაზე მე რამდენადაც ვიცი ყველას ხელი აქვს მოწერილი. ოქმზე ხელი აქვთ მოწერილი," - განაცხადა საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ.

დღის ამბები