20 ნოემბერი 2024,   07:33
ვრცლად
მაშველები ადამიანებთან კონტაქტს ნანგრევებში ჩაშვებული კამერით ახერხებენ

ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება - ნანგრევებში არის კამერა ჩაშვებული, რომლის მეშვეობითაც მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებთან ახერხებენ კონტაქტს.

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები უკვე დაახლოებით 8 საათია მუშაობენ. ტერიტორიაზე სამაშველო და სპეციალური სამსახურის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მუშაობს.

დღის ამბები