20 იანვარი 2022,   09:43
ვრცლად
ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს - "კურიერის" ინფორმაციით, ის არასრულწლოვანია

ბათუმში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, ის არასრულწლოვანია.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, გუშინ დღის 12 საათზე 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე უკვე 20 საათზე მეტია მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს, რომლებიც კლინიკაში არიან მოთავსებულები და მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებენ. ნანგრევებიდან ამოყვანილია 5 გარდაცვლილი, მათ შორის, არსებული ინფორმაციით, 2 არასწრულწლოვანია. 

დღის ამბები