ბათუმში, რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, ერთ-ერთია ზვიად თავდგირიძე, რომელიც კლინიკაშია მოთავსებული. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე რჩება.
"ამ ეტაპისთვის პაციენტის მდგომარეობა მძიმე რჩება, თუმცა სიტუაცია კონტროლირებადია. პაციენტს გუშინ მთელი რიგი ანალიზები ჩაუტარდა და დიაგნოსტირდა - გვაქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი და დაუზუსტებელი შოკი. ის რეანიმაციულ განყოფილებაში აგრძელებს მკურნალობას. მდგომარეობა საყურადღებოა და დაგეგმილია მთელი რიგი მკურნალობა. პაციენტი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება. პაციენტის მდგომარეობა შემოყვანის შემდგ არ დამძიმებულა, მისი მდგომარეობა შემოყვანიდანვე იყო მძიმე. პაციენტს მოტეხილი აქვს მარცხენა წვივი და აქვს მარჯვენა ზედა კიდურის დაჟეჟილობა,"- განცხადა ექიმმა ჯემალ გელაშვილმა.
უკვე 22 საათია, მაშველები, ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. ამ დროისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა 5 ცხედარი იპოვეს - მათ შორის ორი არასრულწლოვანია.