ბათუმში, ჩამონგრეული სადარბაზოს მიმდებარედ სამაშველო სამუშაოები გრძელდება. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გეოლოგები და კონსტრუქტორები ირგვლივ მდებარე ყველა კორპუსს შეამოწმებენ და დაადგენენ, რამდენად უსაფრთხოა იქ ცხოვრება.
"მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია. ამოყვანილია და გადასვენებულია ცხედრები. ვეძებთ 3 ადამიანს, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილი. ვაგრძელებთ ადგილზე სამაშველო სამუშაოებს.
მოგეხსენებათ, შსს-მ უკვე გააკეთა მყისიერი რეაგირება, დადგა შესაბამისი პასუხისმგებლობა კონკრეტული პირების მიმართ და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს საბოლოოდ," განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
რაც შეეხება ტრაგედიის ახლოს მდებარე კორპუსების უსაფრთხოებას:
"როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოს, მობილიზებული არიაი როგორც კონსტრუქტორები ასევე გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან ყველა კორპუსის მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა მათი იქ დარჩენ,"- აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.