09 ოქტომბერი 2024,   02:25
ვრცლად
რუსეთში ყაზარმის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთში ყაზარმის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. უბედური შემთხვევა ქალაქ ომსკში გვიან ღამით მოხდა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი. არ არის გამორიცხული გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან მაშველების ინფორმაციით ნანგრევებში ხალხია მოყოლილი. ადგილზე სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მომხდარის მიზეზი უცნობია, ვარაუდობენ, რომ ნგრევის მიზეზი სარემონტო სამუშაოების დროს დაშვებული შეცდომები გახდა. ყაზარმა ცოტა ხნის წინ გაარემონტეს.

პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით აღძრა და სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელობა, რომელმაც სარემონტო სამუშაოები ჩაატარა, დაკითხვაზე დაიბარა. თავდაცვის მინისტრმა მოცემული კომპანიის მიერ გარემონტებულ ყველა ყაზარმაში ინსპექციის ჩატარების განკარგულება გასცა.

 
დღის ამბები