შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხმები ხელახლა გადაითვალეს თელავში. გადათვალეს 4 უბნის მონაცემები, სადაც ყველაზე მეტი ბათილი ბიულეტენი ფიქსირდებოდა.
ხელახალი გადათვლის შედეგად არცერთ უბანზე სხვაობა არ დაფიქსირებულა და თავდაპირველი ოქმის შედეგები უცვლელია, შესაბამისად, უაბნზე გამარჯვებული "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი დარჩა.
სხდომის პარალელურად შენობასთან იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" შტაბის წევრები. მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებდა.
"რაღაცას წვალობენ და ამით რა უნდათ რომ გააკეთონ გამოჩნდება. მთავარი არის ერთი, მოვუწოდებ ხელისუფლებას, საოლქო საარჩევნო კომისიას, ისეთი რამე არ გააკეთონ, რაც შემდეგ ისევ მათი თავსატეხი იქნება. ხალხის გადაწყვეტილება არის მიღებული, რაც დადასტურდება 30 ოქტომბერს,"- განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი ბოტკოველმა.