ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება.
მუნიციპალიტეტი აქტიურად თანამშრომლობს ქუთაისის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმებთანაც, რომელთა საშუალებითაც მოსახლეობას რეგისტრაციის გარეშე სოფლის ამბულატორიაში აქვს შესაძლებლობა ჩაიტაროს იმუნიზაცია, ასევე, შექმნილია ექიმების მობილური ბრიგადები, რომლებიც სურვილის შემთხვევაში ბინაზე ახდენენ მოქალაქეთა ვაქცინაციას.
დღეისათვის ლანჩხუთში აცრილია 10 116 ადამიანი, ადგილობრივ მცხოვრებთა ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე ადგილზე გაეცნო.