იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკაში გვიან ღამით ჭერი ჩამოინგრა.
არსებული ინფორმაციით, ჭერზე მიმაგრებული თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციის ჩამონგრევისას პალატაში რამდენიმე მცირეწლოვანი დედებთან ერთად იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.