09 ოქტომბერი 2024,   02:24
ვრცლად
"არსებობს მკაცრი პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს,“ - დონალდ ტუსკი საბერძნეთთან მიღწეულ შეთანხმებაზე

პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია. საბერძნეთი ევროზონაში რჩება. ევროზონის ლიდერებმა საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.

17 საათიანი რთული მოლაპარაკებების შემდეგ, კომენტარი გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავარი ნდობის აღდგენა იყო და ეს პროცესი დაწყებულია.

„ჩვენ გვქონდა ერთი მიზანი - მიგვეღწია შეთანხმებისთვის, რაც მიღწეულია. ლიდერები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ევროპის სტაბილურობის მექანიზმის პროგრამაზე, რაც ნიშნავს საბერძნეთისთვის დახმარების გაგრძელებას. არსებობს მკაცრი პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს,“ - განაცხადა დონალდ ტუსკმა.     

 
დღის ამბები