ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გერმანიის საელჩო ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და დაზარალებულ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"დღეს, გლოვის დღეა. ჩვენ დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს," - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
"დღევანდელ დღეს ჩვენ ვგლოვობთ დაღუპულებს და ვიზიარებთ მათი ოჯახების წევრთა ტკივილს," – ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
ქვეყანას უსამძიმრებს შვედეთის საელჩოც.
"გლოვის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, თბილისში, შვედეთის საელჩოს დროშებიც დაშვებულია. სოლიდარობას ვუცხადებთ სრულიად საქართველოს ამ მძიმე განსაცდელის ჟამს და ღრმა მწუხარებასა და გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს," - წერს შვედეთის საელჩო საქართველოში.