09 ოქტომბერი 2024,   02:23
ვრცლად
"საბერძნეთი დაუბრუნდება ეკონომიკურ ზრდას,” - ალექსის ციპრასი

ევროზონის ლიდერების მიერ საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით შეთანხმების მიაღწევის შემდეგ, ჯერი საბერძნეთის პარლამენტზეა, რომელმაც 15 ივლისამდე უნდა მიიღოს ის კანონები, რისი რეკომენდაციაც გააკეთა ევროკავშირმა. ასევე, საბერძნეთმა მოკლე ვადაში უნდა გაატაროს საკმაოდ მკაცრი რეფორმები.

"ჩვენ ძალიან სერიოზული ბრძოლა გამოვიარეთ და მივიღეთ რთული გადაწყვეტილება. ავიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა რომ შევასრულოთ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ევროპის ყველაზე კონსერვატულმა წრეებმა მიიღეს. შევძელით ვალის რესტრუქტურიზაცია და ხანგრძლივი დაფინანსება მოვიპოვეთ. საბერძნეთი განაგრძობს ბრძოლას და დაუბრუნდება ეკონომიკურ ზრდას,” - განაცხადა მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საბერძნეთის პრემიერმა ალექსის ციპრასმა. 

დღეს გაიმართება ევროჯგუფის შეხვედრა, სადაც დეტალურად გაივლიან, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ კონკრეტული მოლაპარაკებები დაიწყოს საბერძნეთსა და ევროკავშირს შორის. 
დღის ამბები