09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
„საბერძნეთის ინტერესებშია, შეასრულოს ყველა შეთანხმებული ნაბიჯი," - ანგელა მერკელი

ევროზონის ლიდერების სამიტის დასრულების შედეგ გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ საბერძნეთის კრიზისი საკმაოდ მგრძნობიარე და დაძაბული თემაა.

„ქვეყნის ინტერესებშია, რომ შეასრულოს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც უკვე შეთანხმებულია. არ მაქვს არანაირი საფუძველი, რომ ეჭვი შემეპაროს მათ ქმედებებში, ვფიქრობ, ისინი ყველაფერს დათქმულ ვადებში შეასრულებენ. კანონები უკვე მზად არის და ახლა მათი დამტკიცება პარლამენტმა უნდა მოახდინოს. ვფიქრობ, ნდობის აღდგენა ჩვენ უკვე შევძელით,“ - განაცხადა ანგელა მერკელმა. 

დღის ამბები