ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ის მკურნალობას კლინიკა "მედცენტრში" გადის, სადაც ამბობენ, რომ თუკი მისი მკურნალობის დინამიკა ისე გაგრძელდა, როგორც დღეს არის, დაშავებულს რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში ხვალ გადაიყვანენ.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის სამი ბავშვია.
26 მაისის 13 ნომერთან უკვე მეოთხე დღეა "გლოვის კედელია" აღმართული, სადაც მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ, ანთებენ სანთლებს და ამით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.
საქმეზე 3 პირია დაკავებული.