"ნაციონალური მოძრაობის" მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლები დაიწყო. "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სცენიდან საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის წერილი წაუკითხა:
"მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე, დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო. ჩვენ მრავალ ათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით ჯერ. ჩემი უპირველესი ნატვრაა ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებითა და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით, უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი ტურისტებად, სასწავლებლად და ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ,"- ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის მიმართვაში.