26 აპრილი 2024,   01:04
ვრცლად
ხანძარი ბათუმში - "ოცნების ქალაქში" ორი სახლი იწვის

ბათუმში, ე.წ "ოცნების ქალაქში", ორი სახლი იწვის. თვითმხილველის ინფორმაციით, ადამიანებმა სახლებიდან გამოსვლა მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობს. 

საცხოვრებელი სახლების გადარჩენა, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა მიზეზით გაჩნდა ხანძარი.

დღის ამბები