დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის ასეულმა ტაქტიკური სწავლება ჩაატარა. საწვრთნელ ცენტრ "ორფოლოში" სწავლება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. წვრთნები სამი ეტაპისგან შედგებოდა და ის ქვედანაყოფის მომზადების, შეფასებისა და აღსრულების ფაზებს მოიცავდა.
სწავლება თავდაცვის უწყებაში დადებითად შეფასდა. პოლკოლნიკ დავით ჩხეტიანის თქმით, ასეულის ტაქტიკურმა ჯგუფმა მასზე დაკისრებულ ამოცანას თავი წარმატებით გაართვა.
"დღეს ჩვენ დავესწარით ასეული ზომის ტაქტიკური ჯგუფის საველე სწავლებას. ეს იყო კომბინირებული შეიარაღების ქვედანაყოფი. გაძლიერებული 120 მილიმეტრიანი ნაღმტყორცნებით, გაძლიერებული "დიდგორებით" და ატარებდნენ ოპერაციას ასეულ თავდაცვაში," - განაცხადა პოლკოლნიკმა, დასავლეთის სარდლის მოადგილემ, დავით ჩხეტიანმა.