20 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
დინამიკაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი იმატებს, 108 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლაზე გადავიდა - განათლების მინისტრის მოადგილე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძის ინფორმაციით, 108 საჯარო სკოლა ეპიდვითარების გაუარესების გამო დისტანციურ სწავლაზე გადავიდა. ამის გარდა არის წერტილოვნი შეზღუდვები იმ საკლასო ოთახებში, სადაც კოვიდინფექციის გავრცელების იდენტიფიცირება მოხდა.

"დინამიკაში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი იმატებს. განაცხადები განათლების სამინისტროში ყოველდღიურად შემოდის სკოლებიდან დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის, თუმცა კონკრეტულად სკოლა გადავიდეს თუ მხოლოდ საკლასო ოთახი დისტანციურ სწავლებაზე, ამას ადგილობრივი ჯანდაცვის სამსახური წყვეტს. 

ინფიცირებულთა რაოდეონობაზე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ აქ არის საუბარი მხოლოდ მოსწავლეზე და მასწავლებელზე. აქ შეიძლება იყოს მათი ოჯახის წევრები,"- განაცხადა "დღის კურიერში" საუბრისას ეკატერინე დგებუაძემ.

საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, 14 სექტემბერს სკოლების გახსნა ნაადრევი არ ყოფილა. ეკა დგებუაძე რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის საჭიროებაზე ამახვილებს ყურადღებას და მოუწოდებს მოსწავლეთა მშობლებსა და მოქალაქეებს გაითვალისწინონ ყველა რეკომენდაცია რათა არ შეწყდეს სწავლა საკლასო ოთახებში.

მინისტრის მოადგილის თქმით, დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით არსებული საჯარო სკოლების პერსონალის 69%-ია აცრილი, თუმცა აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან განათლების სამინისტროში შიშობენ, რომ ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია და უფრო მოიმატებს.

დღის ამბები