20 ნოემბერი 2024,   07:45
ვრცლად
დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი გადავიდა - ეპიდვითარება სკოლებში

მთელი ქვეყნის მასშტაბით, დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა და ცალკეული 687 კლასი გადავიდა.

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა.

"ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სტატისტიკური მონაცემები იზრდება. განათლების სამინისტრო აგრძელებს წერტილოვნად პროცესების მართვას. მიმდინარეობს მონიტორინგი სკოლებში, გადაცდომების შემთხვევაში სკოლებს ეძლევათ გაფრთხილებები და რეკომენდაციები,"- აცხადებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დღებუაძე.

დღის ამბები