ბათუმში ეზო, სადაც 8 ოქტომბრის ტრაგედია დატრიალდა, სრულად დაცლილია. ექსპერტებმა ჩამონგრეული კორპუსის მომიჯნავე კორპუსები შეისწავლეს და საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით ცნობილი გახდა, რომ ჩამონგრეული სადარბაზოს მომიჯნავე კორპუსში, დაზიანებულია მზიდი კედელი და ის მაცხოვრებელებისთვის საზიანოა. სწორედ ამიტომ განხორციელდა მათი სრული ნაწილის ევაკუაციაც.
აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზა ამ კორპუსის მზიდი კედლის დაზიანებას, ჩამონგრეული კორპუსისგან გამოწვეულ ვიბრაციას. საუბარია, პირველ სართულზე, სადაც კომერციული ფართის მოწყობა მიმდინარეობდა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სამუშაოებს ადგილზე სამშენებლო კომპანია "ანაგი" აწარმოებდა.
დაზიანებულ კორპუსში არსებული ფართის მეპატრონე კი აცხადებს, რომ იყო ბზარები, რომლის გამაგრებასაც აპირებდნენ, თუმცა მომხდარის გამო მისი გამაგრება ვერ მოასწრეს.
ის ასევე ამბობს, რომ კომპანია "ანაგში" მუშაობს", თუმცა ამ ფაქტს კომპანიასთან არანაირი კავშირი არ აქვს და სამუშაოებს თავისი სურვილით ახორციელებდა, რაზეც არანაირი განსაკუთრებული ნებართვა არ იყო საჭირო.
"დაზიანებული არის არსებული კოლონები, უბრალოდ ამ ამბების გამო, მისი გამაგრება ვერ მოვასწარით, თორემ ყოველგვარი მითითების გარეშე ვაპირებდით ამას. არის ბზარები, რომელსაც გამაგრება უნდა, მათი ნებართვის გაცემა იყო მხოლოდ ისეთ საშუალებებზე, რომლებიც რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული არ არის. ქალაქის მერიას არავითარი სხვა ნებართვა არ აქვს გაცემული, ეს არის შიდა ფართის სამუშაოები,"- აღნიშნავს ფართის მეპატრონე მერაბ ემირიძე ფართის მეპატრონე.