20 ნოემბერი 2024,   07:40
ვრცლად
"მე ვარ ვენახი" - დღეს პოეტ ზურა რთველიაშვილის სახელობის პრემია გაიცა

დღეს ზურაბ რთველიაშვილის დაბადების დღეა - პოეტი, რომელიც ცხოვრებას ყველაზე პოეტურ გამოწვევად, მეომრის პოზას კი ბუნებრივ მდგომარეობად აღიქვამდა. რაც შეეხება იარაღს, ამბობდა, რომ სიტყვა არის ხორცშესხმული იარაღი. 

ის რამდენიმე თვის წინ მძიმე დაავადებით გარდაიცვალა, დღეს კი მისი სახელობის პრემია "მე ვარ ვენახი" გაიცა.

ყოფილ მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ახლა სახელოვნებო სივრცეა არტისტებმა საკუთარი პერფორმანსები წარადგინეს.

ახლად დაარსებული პრემია სწორედ პერფორმანს არტისტებს გადაეცემათ. ეს გადაწყვეტილებაც თავისთავად სიმბოლურია რადგან რთველიაშვილმა ჯერ კიდევ ბნელ 90-იან წლებში დაიწყო პერფორმანსების კეთება.

დღის ამბები