თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი მოქალაქეთა მისაღები ბიურო მცხეთაში - ობიექტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში საზეიმოდ გაიხსნა.
პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ გამოყოფილი გრანტით განხორციელდა. დაწესებულება ხელს შეუწყობს მომსახურების გაუმჯობესებას და დაეხმარება მოქალაქეებს ნებისმიერი სერვისის გამარტივებული წესით მიღებაში.