"ევროპულმა საქართველომ" საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პარტიაში ამბობენ, რომ სარეკლამო კომპანია "ალმამ" ხელშეკრულების პირობები დაარღვია და მათ ხელი შეუშალა წინა საარჩევნო კამპანიაში.
"ევროპულ საქართველოში" აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც კონტრაქტი გაფორმდა, ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის თანხლებით კომპანია "ალმამ" ჯერ პირობები სათავისოდ შეცვალა, ხოლო ბოლოს უარი თქვა დაკვეთის შესრულებაზე.