04 დეკემბერი 2021,   15:38
ვრცლად
ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს, ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს, ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. სამი პირი სამართალდამცავებმა გუშინ დააკავეს. ისინი უფლებადამცველებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე მოინახულეს. ადვოკატების თქმით, არც ერთი მათგანი დანაშაულს არ აღიარებს.

ახალგაზრდა მამაკაცები გლდანში ერთ-ერთ სახლში იმალებოდნენ. დაკავებულია ჯაბაევი, იმ ბინის მეპატრონე, სადაც ეჭვმიტანილები იმალებოდნენ, ბიძინა ხასია, რომლის ავტომობილითაც  დაკავებული პირები გადაადგილდებოდნენ და ასევე, წარსულში ნასამართლევი ბექა ლატარია, სავარაუდოდ სწორედ მან ესროლა იარაღიდან რამდენჯერმე ანასტასია შატალოვას.

რა გახდა ახალგაზრდა ქალის განზრახ მკვლელობის მოტივი უცნობია, თუმცა ერთ-ერთი ვერსიიით, მკვლელობა დაკვეთილია.

დღის ამბები