მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასული 5340 მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლიდან 2886-მა მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.
საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე წელს, სულ 7327 პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული, თუმცა მონაწილეობა სწორედ 5340-მა მიიღო.
რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდას, 2021 წელს სულ 5912 პრაქტიკოსი მასწავლებელი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდაზე გამოცხადდა 4137, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 2365-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა ვერ გადალახა.
ინფორმაცია "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.