29 აგვისტო 2026,   09:59
ვრცლად
თეა წულუკიანი ოზურგეთის თეატრის 154-ე სეზონის გახსნას დაესწრო

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის 154-ე სეზონის გახსნას დაესწრო.

სეზონი გოჩა კაპანაძის მიერ დადგმული საპრემიერო ჩვენებით "გურიის დედოფლით" გაიხსნა. სპექტაკლი გურიის სამთავროს უკანასკნელი დედოფლის, სოფიო წულუკიძე-გურიელის ცხოვრებისა და რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოგვითხრობს.

როგორც კულტურის მინისტრმა განაცხადა, სამინისტრო ხელს შეუწყობს ყველა იმ რეჟისორს, რომელიც თბილისში საქმიანობს, მაგრამ გადაწყვეტს, რომ სპექტაკლები რეგიონებშიც დადგას .

დღის ამბები