16 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
30 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე, არავინ დავრჩეთ სახლში, ძალიან გთხოვთ ყველას - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე ამომრჩეველს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს ხობში შეხვდნენ. "ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, პარტია მაღალი ლეგიტიმაციით სარგებლობს და ამით გააგრძელებს ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას.

"ჩვენ აქ ძალიან ცოტა დაგვაკლდა, რომ პირველ ტურში დაგვემთავრებინა არჩევნები, თუმცა გასაგებია, სხვადასხვა ფაქტორის გამო მეორე ტური მოგვიწია. ჩვენ სრული მობილიზება გვაქვს გამოცხადებული და მეორე ტურში ჩვენი კანდიდატი ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს. ხობმა ძალიან კარგად იცის, რომ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას არანაირი პერსპექტივა არ აქვს ქვეყანაში. „ნაციონალური მოძრაობისთვის“, სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და მათი კანდიდატებისთვის მხარის დაჭერა და ხმის მიცემა არის ძალიან დიდი სირცხვილი.

ახლა გვაქვს რეალური შანსი, საბოლოოდ მივხედოთ ქვეყანას, დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, ვინაიდან ეს არასტაბილურობის შემქმნელი ადამიანები არიან ციხეში და იქნებიან დიდი ხანს ციხეში იმიტომ, რომ მათი ეს სასჯელი ამას ითვალისწინებს, და ამის შემდეგ მივხედოთ რეალური პრობლემების მოგვარებას.

30 ოქტომბერს ყველანი არჩევნებზე, არავინ არ დავრჩეთ სახლში ძალიან გთხოვთ ყველას, ამ მჩაგვრელ და ბოროტ ძალას არ მივცეთ სალაპარაკო, არავითარი საბაბი არ უნდა მივცეთ მათ იმისა, რომ ძლიერად ვერ მოიგო ამა თუ იმ კანდიდატმა," - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები