09 ოქტომბერი 2024,   02:28
ვრცლად
ისტორიული შეთანხმება - ირანისთვის დაწესებული სანქციები გაუქმდება

ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება მიღწეულია. ინფორმაციას როიტერი, ირანელი დიპლომატზე დაყრდობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ექვსმხრივი მოლაპარაკებებისას მხარეებმა ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს, რაც ირანს სანქციებისგან გაათავისუფლებს. სავარაუდოდ, ძალაში დარჩება მხოლოდ იარაღზე დაწესებული ემბარგო.

გავრცელებული ინფორმაციით, თეირანი დათანხმა ვაშინგტონის მოთხოვნას, რომელიც ყველა სამხედრო და შესაძლო საეჭვო ობიექტზე ინსპეციის ჩატარებას ითვალისწინებს.

მოლაპარაკებები ვენაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. შედეგებზე კი ლიდერები დღის განმავლობაში ისაუბრებენ. ეს, მას შემდეგ, რაც ვენაში ფინალური პლენარული სხდომა დასრულდება.

დღის ამბები