06 მაისი 2024,   07:07
ვრცლად
61 წლის კაცმა 18 წლის ნათლულზე იქორწინა - ინტერნეტმომხმარებლები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

61 წლის მამაკაცი, რომელიც 18 წლის გოგოზე დაქორწინდა, თვეზე მეტია, სოციალური ქსელების ყურადღების ცენტრშია. მაიკლ ჰოგებუკმა სექტემბერში იქორწინა, თუმცა აჟიოტაჟი არა მხოლოდ ასაკობრივმა სხვაობამ, არამედ იმ ფაქტმაც გამოიწვია, რომ ჰოგებუკი საკუთარი ცოლის ნათლიაა. 

წყვილი კრიტიკამ ძალიან გააღიზიანა. მაიკლ ჰოგებუკი სოციალურ ქსელში წერს, რომ "პატარა გოგონებს მისი ცოლის შეშურდათ". 

დეჯა ჰოგებუკი კი აღნიშნავს, რომ ხალხი მას ბავშვს უწოდებს, რადგან 18 წლისაა, თუმცა ის ზრდასრულია და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობას იღებს.

ინტერნეტმომხმარებლებმა სოციალურ სამსახურებს სთხოვეს საქმეში ჩარევა და გამოძიება, რადგან დეჯას ისინი მსხვერპლად მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ მამაკაცს მასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ მაშინ ჰქონდა, როდესაც გოგონა არასრულწლოვანი იყო. 

დღის ამბები