ზუგდიდში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს. მამუკა წოწერია ამჯერად მოქალაქეებს, ძირითადად ახალგაზრდებს, სოფელ ჭითაწყარში შეხვდა და არჩევნების მეორე ტურში მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მერობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა "ქართული ოცნების" კანდიდატების გამარჯვების მნიშვნელობაზე.