29 აგვისტო 2026,   07:53
ვრცლად
"მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე" - მედიაწიგნიერების კვირეული 2 დღიანი კონფერენციით გახსნა

მედიაწიგნიერების კვირეული 2 დღიანი კონფერენციით გახსნა. კონფერენციაში მონაწილეობა კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ღონისძიებას ასევე სამიზნე ჯგუფები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და მშობლები ესწრებოდნენ.

"მედიაწიგნიერება არის პასუხი ციფრული საუკუნის გამოწვევებზე, მედიაწიგნიერი ახალგაზრდა თაობა სწორად იკვლევს გზას ინფორმაციის სამყაროში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკისრია მნიშვნელოვანი როლი პედაგოგების და მთლიანად სასკოლო საზოგადოების მედიაწიგნიერების უნარების განვითარების საქმეში," - განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

მედიაწიგნიერების კვირეული გაეროს მიერ მიღებული რეზოლუციის ფარგლებში ტარდება.

დღის ამბები