09 ოქტომბერი 2024,   02:26
ვრცლად
შეერთებული შტატების რამდენიმე რეგიონს ძლიერმა შტორმმა გადაუარა

შეერთებული შტატების რამდენიმე რეგიონს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. კენტუკიში ქარიშხალს ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. დაიტბორა ათობით საცხოვრებელი სახლი, ძლიერმა ქარმა კი შენობებს სახურავები ახადა და ხეები წააქცია.

მაშველების ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი, 11 ადგილობრივი კი დაკარგულად მიიჩნევა. შტორმის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ილინოისის შტატშიც. მეტეოროლოგების განცხადებით, რეგიონში რეკორდული ნალექი მოვიდა, ქარის სიჩქარე კი საათში 115 კილომეტრს აღწევდა.

სტიქიამ ელექტროგადამცემი ბოძებიც წააქცია, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება. ილინოისსა და კენტუკიში სამაშველო-აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები