09 ოქტომბერი 2024,   02:27
ვრცლად
საფრანგეთში ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავენ

საფრანგეთში ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავენ. 226 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბასტილიის ციხე-სიმაგრიდან ტყვეები გაიქცნენ, რომლებმაც საფრაგეთში რევოლუცია მოაწყვეს.

საზეიმო ღონისძიებები პარიზში დილიდან დაიწყო. ტრადიციის თანახმად, საფრანგეთი სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობისთვის სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს იწვევს.

წელს აღლუმში მექსიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ. სამხედრო აღლუმი ფრანსუა ოლანდმა ჩაიბარა. საპატიო სტუმრებს შორის კი მექსიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი იყვნენ.

დღის ამბები